შსს - დაცვის პოლიცია სქი-ქროსში და სნოუბორდ ქროსში მსოფლიო თასის ჩემპიონატის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს
შსს - დაცვის პოლიცია სქი-ქროსში და სნოუბორდ ქროსში მსოფლიო თასის ჩემპიონატის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

დაცვის პოლიცია სქი-ქროსში და სნოუბორდ ქროსში მსოფლიო თასის ჩემპიონატის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები სქი-ქროსში და სნოუნორდ ქროსში მსოფლიო თასის ჩემპიონატის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

შეჯიბრები ბაკურიანში, დიდველზე საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით იმართება. სქი-ქროსში და სნოუბორდ ქროსში მსოფლიო თასის ეტაპის ფარგლებში, ბაკურიანში 11 ქვეყნის 51 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას  (ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, ბრიტანეთი, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, აშშ, საფრანგეთი, გერმანია).

მსგავსი მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრებს საქართველოს სამთო კურორტი პირველად მასპინძლობს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი