შსს – ცხედარი, რომელიც თბილისში მდინარე მტკვარმა გამორიყა, იდენტიფიცირებულია

15:26, 08.09.2018

ცხედარი, რომელიც დღეს თბილისში მდინარე მტკვარმა გამორიყა, იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკველობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა.

მდინარე მტკვარმა მამაკაცის ცხედარი დღეს მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა.

მსგავსი