შსს - ჭიდაობის ჩემპიონატზე დაპირისპირების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და თვითმხილველების გამოკითხვები გრძელდება
შსს - ჭიდაობის ჩემპიონატზე დაპირისპირების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და თვითმხილველების გამოკითხვები გრძელდება

ჭიდაობის ჩემპიონატზე დაპირისპირების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე თქმით, გრძელდება ფაქტის თვითმხილველების გამოკითხვები.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. მათივე ცნობით, ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე დაპირისპირებაში მონაწილე პირებმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს, ამიტომ ისინი სასამართლო წესით გამოიკითხებიან.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე, მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება 11 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.

გამოძიებამ უკვე გამოკითხა შეტყობინების ინიციატორი. ასევე, დადგენილია კონფლიქტში მონაწილე პირების ვინაობა, რომლებიც გამოსაკითხად დაბარებული იქნენ პოლიციაში. ვინაიდან მათ ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე განაცხადეს უარი, მათი გამოკითხვა მოხდება სასამართლო წესით. გამოყენებული იქნება კანონით განსაზღვრული ყველა ბერკეტი ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად“, – აცხადებენ შსს-ში.