შსს - ბლოგერ დოდი ხარხელის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, იგი დაკავებული არ არის
შსს - ბლოგერ დოდი ხარხელის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, იგი დაკავებული არ არის

ბლოგერისა და ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის, დოდი ხარხელის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პირველი არხის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებებს დოდი ხარხელი და მისი მეუღლე ესწრებიან.

აქტივისტის ახლობლები და მეგობრები მის სახლთან არიან შეკრებილები. მათი განმარტებით, დოდი ხარხელი პოლიციამ მას შემდეგ აიყვანა, რაც მან შვილი საბავშვო ბაღში დატოვა. ამასთან, ოჯახის წევრების თქმით, ამ დროს დოდი ხარხელის საცხოვრებელ ბინაში მისი არასრულწლოვანი შვილიც იმყოფებოდა, რომელმაც სახლი ცოტა ხნის წინ დატოვა.

შსს-ს განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარეობს. უწყების განმარტებით, ბლოგერი დაკავებული არ არის.

ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური დეპარტამენტის პოლიცია.