შსს ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეზე უფროსკლასელების მხრიდან სავარაუდო ძალადობის შემთხვევას იძიებს
შსს ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეზე უფროსკლასელების მხრიდან სავარაუდო ძალადობის შემთხვევას იძიებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეზე უფროსკლასელების მხრიდან სავარაუდო ძალადობის შემთხვევას იძიებს.

სკოლის მოსწავლეს მასზე უფროსი ბიჭები სავარაუდოდ, ფულს სძალავდნენ. აღნიშნულის შესახებ სკოლის დირექციას მშობლებმა აცნობეს, ადმინისტრაციამ და მანდატურებმა კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინეს.

სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ  შემთხვევა სკოლის გარეთ მოხდა და მოძალადეები ამავე სკოლის მოსწავლეები არ არიან.

გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა მშობელი და მოსწავლე უკვე გამოკითხეს. ბავშვი სკოლაში დადის და მას ფსიქოლოგიც ეხმარება.

„სკოლაში მოსწავლის მშობელი გამოცხადდა და შეგვატყობინა, რომ მის შვილს ქუჩაში სკოლიდან გასვლის შემდეგ ხვდებოდნენ დიდი ბიჭები და აშინებდნენ და სავარაუდოდ, ფულს სძალავდნენ. როგორც მშობელმა თქვა, უფროსმა ბიჭებმა დააშინეს, რომ არავისთვის არაფერი ეთქვა და სავარაუდოდ, ფიზიკურადაც შეეხნენ. მომხდარი შსს-ს შევატყობინეთ და გამოძიება დაიწყო. ბავშვი სკოლაში დადის. ასევე იმყოფებოდა ფსიქოლოგთანაც. “,- განაცხადა სკოლის დირექტორმა

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.