შსს - აქციის მიმდინარეობისას სამართალდარღვევის ფაქტი, ასევე ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი
შსს - აქციის მიმდინარეობისას სამართალდარღვევის ფაქტი, ასევე ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი

აქციის მიმდინარეობისას სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა კანონის ფარგლებში დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

საპოლიციო ძალები მობილიზებულია, რათა დაცული იყოს ერთი მხრივ შეკრებისა და მანიფესტაციის დროს მოქალაქეთა უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მეორე მხრივ – სახელმწიფო ორგანოებმა შეუფერხებლად განაგრძონ საქმიანობა“, – აცხადებენ შსს-ში.

დატოვე კომენტარი