შსს - აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან სამართალდამცველებს, პოლიციამ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება
შსს - აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან სამართალდამცველებს, პოლიციამ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი,  აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს.

მათივე ცნობით, მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა.

უწყებაში აცხადებენ, რომ პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით, კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება გამოიყენა.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ პროტესტის გამოხატვის კანონით დადგენილ ნორმებს“, – აცხადებენ შსს-ში.