შსს - აგვისტოში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 5.8 პროცენტით გაიზარდა
შსს - აგვისტოში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 5.8 პროცენტით გაიზარდა

აგვისტოში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა საერთო რაოდენობა, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, 5.8 პროცენტით გაიზარდა. მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

სტატისტიკით, შემოსავლების საერთო რაოდენობამ 1 254 554 შეადგინა, აქედან 24 საათით და მეტი ხნით ჩამოსული უცხოელების რაოდენობა 657 278 იყო (+2%). 10 პროცენტით გაზრდილია სხვადასხვა ქვეყნიდან 24 საათზე ნაკლებ დროში საზღვრის კვეთა (ტრანზიტი, 319 065 მოქალაქე). სხვა კატეგორიის ვიზიტორთა რაოდენობა 10.8 პროცენტით გაიზარდა და 278 211 შეადგინა.

ამ დროისთვის ვიზიტორთა შესახებ დეტალური მონაცემები არ გამოუქვეყნებია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას.