შსს – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოთხი კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

11:57, 12.07.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ეგვიპტის რესპუბლიკის მოქალაქე თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და ზურგჩანთის ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით – ოთხი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი