შსს - 6 დეკემბერს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ ინცინდენტის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაზარალდა
შსს - 6 დეკემბერს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ ინცინდენტის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაზარალდა

საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 6 დეკემბერს მომხდარი ინცინდენტის შედეგად დაზარალდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც მკურნალობის მიზნით გადაყვანილია შემთხვევის ადგილთან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

უწყებაში დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარედ მწყემსი დაიჭრა. იგი ეროვნებით აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეა. მას ცეცხლსასროლი ჭრილობები აქვს მიყენებული.

ამასთან, საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი უკვე მოინახულეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა.

„აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, დაზარალებულის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში აქტიურად თანამშრომლობენ ქართველი და აზერბაიჯანელი სამართალდამცავები“, – აცხადებენ შსს-ში.

დატოვე კომენტარი