შსს – 22 მარტის 02:00 საათიდან ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიის დასრულებამდე ქვეითად მოსიარულეებისთვის მესხიშვილის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

23:46, 21.03.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 22 მარტის 02:00 საათიდან კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიის დასრულებამდე ქვეითად მოსიარულეებისთვის მესხიშვილის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიის საორგანიზაციო ღონისძიებების გამო 22 მარტის 02:00 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის დასრულებამდე ქვეითად მოსიარულეებისთვის მოძრაობა შეიზღუდება მესხიშვილის ქუჩაზე.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ დასახელებულ დროის მონაკვეთში აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი