შსს 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოების ვიდეოკადრებს ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 14 წლის წინ გაუჩინარებული, 12 წლის ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოების ვიდეოკადრებს ავრცელებს.

უწყების თანამშრომლები ზ. ბ.-ს სამძებრო სამუშაოებს გორის კულტურისა და დასვენების პარკში განაგრძობენ.

შსს-ის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩატარება ბრალდებულ ი. ნ.-ს მიერ სამართალდამცველებისთვის მიცემული დამატებითი ჩვენების საფუძველზე დაიწყო.

„უკვე ჩატარებულია საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ი. ნ.-მ მოზარდის სხეულის სავარაუდო ადგილსამყოფელი მიუთითა. პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო მითითებული ტერიტორიის შემოწმება. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ტექნიკისა და ექსპერტების დახმარებით, ადგილზე უკვე ჩატარდა გეოსკანირება, რომელმაც პოლიციას დამატებითი ინფორმაცია მისცა ნიადაგზე სხვადასხვა დროს განხორციელებული ზემოქმედების შესახებ. დადგენილია რამდენიმე სავარაუდო ლოკაცია, სადაც ამჟამად მიწის გათხრის სამუშაოები მიმდინარეობს“, – აცხადებენ უწყებაში.

ი.ნ. გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.