შესაძლოა, ოთარ კიტეიშვილმა „რაპიდთან“ შეხვედრა გამოტოვოს #1TVSPORT
შესაძლოა, ოთარ კიტეიშვილმა „რაპიდთან“ შეხვედრა გამოტოვოს #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილი, დიდი ალბათობით, 5 აპრილს ვენის „რაპიდთან“ ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფის შეხვედრას გამოტოვებს – ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა ligaportal-ი ავრცელებს.

„ბუნდესლიგის ამჟამინდელი ლიდერი „შტურმი“ მეორე ადგილზე მყოფ „რაპიდს“ უმასპინძლებს, რომელიც მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. ვენის გუნდმა ასევე მოიგო რეგულარული სეზონის ორი მატჩი (ორივე 2:1).

ამ შეხვედრაში, შესაძლოა, „შტურმს“ ოთარ კიტეიშვილი, ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ვერ დაეხმაროს. ის საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან ბარძაყის ტრავმით დაბრუნდა. 29 წლის ქართველმა კუნთი დაიზიანა ისრაელთან ამხანაგურ მატჩში და იძულებული გახდა, მოედანი ნაადრევად დაეტოვებინა.

ოთარ კიტეიშვილი ასევე არ იყო ლიეტუვასთან შემდეგ მატჩში. არსებობს მრავალი მინიშნება იმისა, რომ ის „რაპიდთან“ არ ითამაშებს. მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო ინგოლიჩმა წინასწარ განაცხადა, რომ საბოლოო შეფასება ჯერ არ გაკეთებულა: უახლოეს დღეებში გაირკვევა, თუ როგორია კიტეიშვილის მდგომარეობა და როდის არის მოსალოდნელი მისი დაბრუნება“, – წერია ligaportal-ში გამოქვეყნებულ წერილში.