შს სამინისტროსთან აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ერთ-ერთი დაკავებულის დედა იმყოფებოდა
შს სამინისტროსთან აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ერთ-ერთი დაკავებულის დედა იმყოფებოდა

ჩემი შვილი სამსახურიდან წამოსული შეურთდა აქციის მონაწილეებს, როგორც ჩანს, პოლიციელმა დაარტყა, რადგან ჩაშავებული აქვს თვალი და შემდეგ თავად პოლიციელს ფარზე გაარტყა ხელი, – ამის შესახებ 20-21 ივნისის აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ერთ-ერთი დაკავებულის დედამ განაცხადა.

იგი შს სამინისტროსთან იმყოფებოდა, სადაც გაკეთდა განცხადება აქციის ოთხი მონაწილის დაკავების შესახებ.

„ჩემი შვილი დურგალია. ქუცნაშვილთან მუშაობდა სახლში. იქედან წამოსულმა გვიან ნახა, რომ ხალხი იყო შეკრებილი და აქციას შეუერთდა. იქ გაიგო, რომ რუსი დეპუტატი იყო ჩამოთრეული, ხალხი აპროტესტებდა და დადგა მათ გვერდზე. 20-ში დააკავეს. მერე გავასაჩივრეთ და მურუსიძემ გამოუშვა. ამის შემდეგ პროკურატურიდან დაურეკა გამომძიებელმა. ოთხი მანქანით მოვიდნენ მის დასაკავებლად, რომელი კრიმინალი ეს ნახეს“,- განაცხადა დაკავებულის დედამ.

პოლიციამ 20-21 ივნისის ღამეს, აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ოთხი პირი დააკავა.