შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერდა

21:53, 03.07.2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, გიორგი ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება შეუჩერდა.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განმარტეს, გიორგი ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიებამდე აქვს შეჩერებული.

როგორც შსს-ში 24 ივნისს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, აქციის დაშლაში მონაწილე 10 სამართალდამცველს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამასთან, აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილე ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.

მსგავსი