ევროკომისარი ილვა იოჰანსონი - ალექსანდრე ლუკაშენკო ადამიანებს ევროკავშირის მიმართ უკიდურესი აგრესიისთვის იყენებს
ევროკომისარი ილვა იოჰანსონი - ალექსანდრე ლუკაშენკო ადამიანებს ევროკავშირის მიმართ უკიდურესი აგრესიისთვის იყენებს

ალექსანდრე ლუკაშენკო ადამიანებს ევროკავშირის მიმართ უკიდურესი აგრესიისთვის იყენებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა საკითხებში ევროკომისარმა, ილვა იოჰანსონმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ევროკომისრის თქმით, ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ლიეტუვა და საბერძნეთი, აქვთ უფლება, ააშენონ სასაზღვრო ღობეები, რადგან მათი ამოცანაა, დაიცვან თავიანთი საზღვარი, რაც ასევე არის ევროკავშირის გარე საზღვარი.

„ევრონიუსის“ თქმით, ლიეტუვამ ახლახანს დაიწყო ამბიციური პროექტი ბელარუსის საზღვრის გასწვრივ 550-კილომეტრიანი ღობის ასაშენებლად. დეპუტატებმა სასაზღვრო ღობის მშენებლობა მას შემდეგ დაამტკიცეს, რაც ლიეტუვის საზღვარზე მიგრანტების რიცხვი გაიზარდა.

მიმდინარე წელს ლიეტუვაში ბელარუსიდან დაახლოებით 4 100 ადამიანი გადავიდა უკანონოდ.