შს მინისტრმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა
შს მინისტრმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ, პირველ მოადგილესთან, როლანდ მესხთან ერთად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გეკა გელაძემ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სხვადასხვა სამმართველოს ხელმძღვანელებისგან დედაქალაქში დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით გატარებულ ღონისძიებებსა და მიმდინარე რეფორმებზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.