შს მინისტრმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი თეიმურაზ კუპატაძე წარუდგინა

11:47, 17.06.2025

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ, მოადგილე გიორგი ბუთხუზთან ერთად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი თეიმურაზ კუპატაძე წარუდგინა.

შსს-ს ცნობით, მინისტრმა მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

სამუშაო შეხვედრაზე გელა გელაძემ დაცვის პოლიციის თანამშრომლებისგან განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და მათთან ერთად სამომავლო გეგმები განიხილა.

მსგავსი