შს მინისტრის მოადგილემ და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ხელმძღვანეთან, დევიდ ქენედეისთან სამუშაო შეხვედრა გამართეს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა თადუმაძემ და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, თენგიზ სისაურმა აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ხელმძღვანელთან, დევიდ ქენედეისთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შსს-ს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დეტალურად განიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები. კერძოდ, საუბარი შეეხო საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ლაბორატორიის შესაძლებლობების გაზრდას და ლაბორატორიის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას და სპეციალიზებული განგრძობადი განათლების მოდულის შექმნას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან (DTRA), მრავალი წელია, აქტიურად თანამშრომლობს. სააგენტოს მხარდაჭერით, წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით არაერთი პროექტი განხორციელდა.