მანდატურების ინსტიტუტთან დაკავშირებით შესაძლოა, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდეს
მანდატურების ინსტიტუტთან დაკავშირებით შესაძლოა, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ზოგადად, არასრულწლოვანთა შორის დანაშაული ბოლო წლების განმავლობაში მომატებული არ არის.

ჟურნალისტებთან საუბარში მეზვრიშვილი მთავარი პროკურატურის მიერ წარდგენილ სტატისტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დღეს ძირითად გამოწვევას 14 წლამდე პირების მიერ დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს, რაზეც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

მეზვრიშვილის თქმით, უახლოეს მომავალში შესაძლოა მომზადდეს საკაკონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სკოლაში უსაფრთხოების გაძლიერებას და მანდატურების ინტიტუტის დახვეწას ითვალისწინებს.

„ამ მიმართულებით უწყებათაშორისი კომისია გვაქვს შექმნილი, რომლის ფარგლებშიც ერთი მხრივ, რეფერირების მექანიზმის დახვეწაზე ვმუშაობთ და მეორე მხრივ, სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნაზე ვმუშაობთ, ასევე მანდატურების ინსტიტუტის ეფექტურობას ვაფასებთ. არ გამოვრიცხავთ, რომ უახლოეს დღეებში გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდეს, სადაც ჩვენი აქცენტი გადატანილი იქნება არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე, ანუ პრევენციის მიმართულებით გავაქტიურდებით“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.