შს მინისტრის გადაწყვეტილებით, საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტში რიგითი შემადგენლობა ოფიცერი ხდება
შს მინისტრის გადაწყვეტილებით, საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტში რიგითი შემადგენლობა ოფიცერი ხდება

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტში რიგითი შემადგენლობა ოფიცერი ხდება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

340 მეხანძრეს, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, ოფიცრის პირველადი წოდება – უმცროსი ლეიტენანტი მიენიჭა. ასევე, 3000-მდე მეხანძრე-მაშველი, ვინც პოლიციის აკადემიაში სპეც კურსს გაივლის, საშუალება ექნება ოფიცერი გახდეს.

ეს გადაწყვეტილება პირად თანამშრომლებს, მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა – თემურ მღებრიშვილმა და მისმა პირველმა მოადგილემ – ლევან ღირსიაშვილმა გააცნეს.

შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს 2020 წელს უკვე განხორციელებულ სიახლეებზე და პირად შემადგენლობას სამომავლო გეგმებიც გაეცნო.

შეხვედრას ყველა სახანძრო-სამშველო განყოფილებიდან, სიმბოლურად, თითო წარმომადგენელი დაესწრო. მეხანძრე-მშველებმა აღნიშნეს, რომ ეს სიახლე დამატებითი სტიმული იქნება მათთვის და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ოფიცრის წოდებას.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მეხანძრე-მაშველებმა ახალი სამხრეები მინისტრის მოადგილისგან მიიღეს.