შს მინისტრის ცნობით, სადგურის მოედანზე, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევის ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს
შს მინისტრის ცნობით, სადგურის მოედანზე, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევის ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სადგურის მოედანზე, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

როგორც გელა გელაძემ შემთხვევის ადგილზე განაცხადა, ამ ეტაპზე ერთი ადამიანის გარდაცვალება დასტურდება, ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„შეტყობინებისთანავე ადგილზე გამოცხადდა სამაშველო სამსახური, შესაბამისი საპოლიციო ძალები, გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლით. ამ ეტაპზე, რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, მხოლოდ ერთი ადამიანი არის კლინიკაში გადაყვანილი, კონტაქტურია, უტარდება სამედიცინო დახმარება. ამ ეტაპზე ასევე შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ ერთი ადამიანია გარდაცვლილი. თუ ამას მოემატება რიცხვი, აუცილებლად უახლოეს პერიოდში გეტყვით. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები“, – განაცხადა შს მინისტრმა.