შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის საკითხებზე თბილისში რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს
შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის საკითხებზე თბილისში რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს

თბილისში, იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, რეგიონული კონფერენცია „შრომითი ექსპლუატაციის მიზნით ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლა და პრევენცია, გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკა“ მიმდინარეობს.

კონფერენციის მონაწილეები ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მომუშავე სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად, აღნიშნული მიმართულებით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეუთო-ს, დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

კონფერენციას ასევე ესწრებიან ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მომუშავე მოლდოვას, უკრაინისა და ბელორუსის სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთი ქვეყნის მაგალითებზე ისაუბრებენ და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

კონფერენცია ორდღიანია და ხვალ დასრულდება.