შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით რუსთავში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით რუსთავში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს რუსთავში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ცვლილებები ადგილობრივ ბიზნესმენებს გააცნეს.

შეხვედრაში ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი, შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმღვანელი ბექა ფერაძე მონაწილეობდნენ.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ბიზნესი მზად არის ცვლილებებისთვის, თუმცა მათ გარკვეული მოთხოვნები აქვთ, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს.

„დღევანდელი შეხვედრა არის ბიზნესთან ჩვენი შეხვედრების კამპანიის ნაწილი, რათა უფრო დეტალურად იყოს ახსნილი კანონის მოთხოვნები, რომელიც უკვე არსებობს, რადგან ბიზნესი იყოს მომზადებული, იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირება მივა და მის შემოწმებას განახორციელებს. კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანი, რადგან ბიზნესისთვის ეს არ იყოს მოულოდნელი“, – განაცხადა ლექვინაძემ.

ბიზნესომბუდსმენის განმარტებით, ბიზნესის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ შრომის უსაფრთხოების კანონი ყველა ტიპის საწარმოზე პირველი სექტემბრიდან არ გავრცელდეს.

„ასევე სამშენებლო კომპანიებისა და ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიების მოთხოვნაა, ხარჯები რაც უნდა გაიღონ კანონით მოთხოვნილი სხვადასხვა ტექნოლოგიების დასანერგად, ასახული იყოს სატენდერო დავალებაში და სატენდერო დოკუმენტაციაში. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენც ჩართული ვართ და შესაბამისი დოკუმენტაციაც გვაქვს მომზადებული“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.