შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტს ბიზნეს სექტორი განიხილავს
შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტს ბიზნეს სექტორი განიხილავს

კერძო სექტორი შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის საბოლოო ვერსიაზე დღეს იმსჯელებს. შეხვედრა დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება და მას 50-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. კომპანიების იურისტები და ხელმძღვანელები შეხვედრაზე იმ შენიშვნებზე ისაუბრებენ, რომელიც შრომის უსაფრთხოების ახალი ნორმების გარშემო აქვთ.

დამსაქმებელთა ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია, კიდევ ერთხელ გამოიკვეთოს ის ასპექტები და დეტალები, რომელიც ყველაზე მძიმე პრობლემებად მიაჩნია ბიზნეს სექტორს. შედეგად, ასოციაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად იმუშავებს იმ მიმართულებით, რომ კომპანიები მაქსიმალურად მომზადებულები შეხვდნენ კანონის აღსრულებას. ამასთან, მთავრობისა და პროფკავშირების წინაშე დაფიქსირდეს ბიზნესის პოზიცია შრომის უსაფრთხოების კანონის შესახებ.