შრომის უსაფრთხოების კანონის შესახებ ბათუმში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
შრომის უსაფრთხოების კანონის შესახებ ბათუმში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

შრომის უსაფრთხოების კანონთან დაკავშირებით ბათუმში დღეს საინფორმაციო შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ გამართეს.

აჭარის მთავრობის, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებებთან გამართულ შეხვედრაზე ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით დაწესებული ვალდებულებები, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის საკითხებზე იმსჯელეს.

„2019 წლის 1-ელი სექტემბრიდან „შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე გავრცელდება და ამ საკითხზე პარლამენტი უკვე მუშაობს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ.

ანალოგიური საინფორმაციო შეხვედრები სხვა რეგიონებშიც იგეგმება.