შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციები შეიმუშავა

13:45, 25.03.2020

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა კორონავირუსთან დაკავშირებით ზოგადი და სხვადასხვა სექტორისთვის განკუთვნილი რეკომენდაციები შეიმუშავა.

რეკომენდაციები კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდ, stopcov.ge-ზე არის მოცემული.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით რეკომენდაციები ეხება პირადი ჰიგიენის დაცვას, თვითზიოლაციის წესებს, მოცემულია განსაკუთებული მითითებები რისკ-ჯგუფებისთვის, ასევე არის რეკომენდაციები მედია-ორგანიზაციებისა და ჟურნალისტებისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის, რჩევები მაღალი რისკის ქვეყნებიდან  მოგზაურთათვის,ზოგადი რჩევები მოგზაურთათვის, თვითმფრინავის ბორტზე ყოფნის რეკომენდაციები, რეკომენდაციები სამშენებლო სექტორისთვის, სასაზღვრო-გამშვები პუნქტის პერსონალისთვის, სასტუმროს პერსონალისა და სტუმრებისთვის, მომსახურების სექტორისთვის (ბანკები, აფთიაქები და სავაჭრო ობიექტები), რეკომენდაციები სატრანსპორტო და სამთო-მოპოვებითი სექტორებისთვის.

მსგავსი