შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ კოსტავას ქუჩაზე ხარაჩოს ექსპლუატაციის წესები დარღვეულია
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილზე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელები იმყოფებიან. მათი თქმით, შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო, კონკრეტულად ხარაჩოს დამონტაჟების წესი.
„შეტყობინების შემოსვლისთანავე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება და ამ ეტაპზე რაც ვიცით არის ის, რომ სამშენებლო სამუშაოები დამთავრებულია და მიმდინარეობდა ხარაჩოს დემონტაჟი. რაც ერთი შეხედვით ჩანს, ხარაჩოს ექსპლუატაციის წესები დარღვეულია. სხვა ინფორმაციას დასაქმებულთა აღჭურვასთან და შესაბამის სწავლებასთან დაკავშირებით, ჩვენ ველოდებით სათანადო დოკუმენტაციას, რაც უნდა მოგვაწოდოს კომპანიამ. ამ ინფორმაციის შესწავლის და სხვა დასაქმებულების გამოკითხვის შემდგომ იქნება შესაძლებელი, რომ დავდოთ ერთიანი დასკვნა, თუ რამ გამოიწვია ეს უბედური შემთხვევა“, – განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა მაია მიქაიამ.
კოსტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან 40-წლამდე ასაკის მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა.