შრომის ინსპექცია - ჯარიმა არ არის ჩვენი თვითმიზანი, ხდება ობიექტების გაფრთხილება, მაგრამ თუ ამის წინაშე დავდგებით, მოგვიწევს, გამოვიყენოთ
შრომის ინსპექცია - ჯარიმა არ არის ჩვენი თვითმიზანი, ხდება ობიექტების გაფრთხილება, მაგრამ თუ ამის წინაშე დავდგებით, მოგვიწევს, გამოვიყენოთ

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, შრომის ინსპექცია აქტიურად უწევს ზედამხედველობას ობიექტების ინსპექტირების პროცესს.

ფერაძის თქმით, ჯარიმა არ არის თვითმიზანი, არამედ ხდება ობიექტების გაფრთხილება, რეკომენდაციების გაცემა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მოუწევთ, გამოიყენონ.

„ჩვენ გარდა იმისა, რომ სანქცირებას ვიყენებთ, ვაძლევთ რეკომენდაციებს და გაფრთხიელებებს, მიმდინარე დღეებში ხუთი ათასამდე გაიცა რეკომენდაცია, გაფრთხილება, რომ პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნები იქნას დაცული. მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ არ ხდება რეკომენდაციების დაცვა. სწორედ ამიტომ ჩვენ ვდგებით იმ კრიტიკული აუცილებლობის წინაშე, რომ გამოვიყენოთ სანქცირების მექანიზმი.

მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჯარიმა არ არის ჩვენი თვითმიზანი, ხდება გაფრთხილება, რეკომენდაციის მიცემა, მაგრამ თუ ამის წინაშე დავდგებით, ჩვენ მოგვიწევს, ეს გამოვიყენოით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ საზედამხედველო სისტემა, არამედ თითოეული მოქალაქის, დასაქმებულის და დამსაქმებლის პასუხისმგებლობაცაა, რომ მათ დაიცვან რეკომენდაციები და თვითშეგნება იყოს ამაღლებული“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.