შრი-ლანკის პოლიციამ იარაღის საწყობში 200 დეტონატორი აღმოაჩინა
შრი-ლანკის პოლიციამ იარაღის საწყობში 200 დეტონატორი აღმოაჩინა

შრი-ლანკის პოლიციამ იარაღის საწყობში 200 დეტონატორი აღმოაჩინა. ქვეყნის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ასევე დააკავეს სამი პირი, რომლებსაც 21 ხელყუმბარა, 6 ცივი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩნდათ.

შრი-ლანკის მასშტაბით კონტრტერორისტული ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. შრი-ლანკაზე მომხდარ აფეთქებებთან დაკაშირებით, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა.

დღესვე, შრი-ლანკაზე კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. შრი-ლანკის ხელისუფლებაში ვერ აკონკრეტებენ, უკავშირდება თუ არა მომხდარი ტერორისტულ თავდასხმას.