შრი-ლანკაზე აფეთქებების შედეგად სულ მცირე, ხუთი ბავშვი დაიღუპა. კიდევ 15 საავადმყოფოშია მოთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ბიბისი“ ავრცელებს.
სამედიცინო პერსონალი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ ბავშვებს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები აქვთ მიღებული. ნაწილს აღენიშნება დამწვრობა.
შრი-ლანკაზე 8 აფეთქების შედეგად 207 ადამიანი დაიღუპა. 450-ზე მეტი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.