შრი-ლანკაზე აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 185-მდე გაიზარდა
შრი-ლანკაზე აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 185-მდე გაიზარდა

შრი-ლანკაზე აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 185-მდე გაიზარდა. მათ შორის არიან ტურისტებიც. დაშავებულია 360 ადამიანზე მეტი.

ცოტა ხნის წინ ქალაქში კიდევ ორი აფეთქება მოხდა. საერთო ჯამში დღეს შრი-ლანკაზე რვა აფეთქება მოხდა.

მომხდარის გამო, ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. შრი-ლანკის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. კომენდანტის საათი 18:00-დან დილის 06:00-მდე იმოქმედებს. დაბლოკილია სოციალური ქსელები „ფეისბუქი“, „ვაიბერი“ და „ვოთსაფი“.

მომხდარზე ჯერ პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა, ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ თავდასხმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა ან რადიკალური ისლამის მიმდევრებმა მოაწყეს.

ვრცელდება ცნობა, რომ ერთ-ერთ სასტუმროში თავი თვითმკვლელმა აიფეთქა.