შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბს“ ბათუმელი მომხმარებლები თაღლითობაში ადანაშაულებენ
შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბს“ ბათუმელი მომხმარებლები თაღლითობაში ადანაშაულებენ

შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბს“ ბათუმელი მომხმარებლები თაღლითობაში ადანაშაულებენ. მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია კომპანიის შენობასთან გამართეს. ისინი ამტკიცებენ, რომ კომპანიამ საკუთარ ანგარიშზე თანხები „HD ფორექსში“  სავაჭროდ შეატანინა, მოულოდნელად კი ოფისი დახურა. მათი განცხადებით, საუბარია ნახევარ მილიონ დოლარზე

„მოტყუებით მიგვატანინეს თანხები. მე  ათას დოლარამდე შევიტანე, ფაქტიურად გაგვძარცვეს. გვიქმნიდნენ პლატფორმებს, რომლის საშუალებითაც ბირჟაზე ვირტუალურად ხდებოდა ვაჭრობა.  ერთ-ერთ პლატფორმაზე ვმუშაობდი, ხელმძღვანელი იყო ბესო ხუჭუა. თანხების დაბრუნებაზე რომ მიდგა ჯერი, დავრჩით მოტყუებულები. გითხრეს, რომ გაკოტრდა კომპანია. ვითხოვ იმ თანხის დაბრუნებას, რაც შეტანილი მაქვს, ეს აღმოჩნა თაღლითური პირამიდა,-” განაცხადა აქციის მონაწილე ხათუნა წითელაძემ.

აქციის მონაწილეები  სამართალდამცველებს ფაქტის შესწავლისკენ მოუწოდებენ. ბათუმში დაზარალებულად თავს 50 მოქალაქე მიიჩნევს.