„შპს სტადიონი“ - ბათუმის სტადიონის მშენებლობაზე სანიტარული და უსაფრთხოების ნორმა დაცულია
„შპს სტადიონი“ - ბათუმის სტადიონის მშენებლობაზე სანიტარული და უსაფრთხოების ნორმა დაცულია

ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობაზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება.

„ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პროცესი შეუჩერებლად მიმდინარეობს. არსებული ეპიდემიოლოგიური გარემოების გათვალისწინებით, ყველა სახის სანიტარული და უსაფრთხოების ნორმა დაცულია. ამჟამად შიდა კოსმეტიკური და გარე მოპირკეთებითი სამუშაოები მიმდინარეობს. მონტაჟდება სახანძრო უსაფრთხოების სისტემა და გარე საპარკინგე სივრცე ეწყობა“ – წერს „შპს სტადიონი”.

„შპს სტადიონი“ აჭარის მთავრობამ საგანგებოდ ბათუმის სტადიონის მშენებლობისთვის დააფუძნა. ახალი არენის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და წელს დასრულდება. პროექტის მიხედვით, სტადიონი 20 ათას მაყურებელზეა გათვლილი და უეფას მეოთხე კატეგორიის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბათუმში შესაძლებელი იქნება სანაკრებო და ევროპული საკლუბო ტურნირების მატჩების გამართვა.