„შპიგელის“ ინფორმაციით, გერმანიის პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მეორე ეჭვმიტანილის კვალს მიაგნო
„შპიგელის“ ინფორმაციით, გერმანიის პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მეორე ეჭვმიტანილის კვალს მიაგნო

გერმანული გამოცემა „შპიგელის“ ინფორმაციით, ადგილობრივმა ფედერალურმა პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მეორე ეჭვმიტანილის კვალს მიაგნო.

გამოცემის თანახმად, მკვლელობაში ეჭვმიტანილია რომან დ, რომელიც შენგენის ზონაში სამი წლის წინ ბელარუსიდან მოხვდა. როგორც საქმის პირველი ეჭვმიტანილი, ისიც რუსეთს უკავშირება.

გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილს რუსული პასპორტი აქვს და საცხოვრებელ ადგილად სანქტ-პეტერბურგი აქვს მითითებული. მას ჰქონდა შენგენში მოქმედი ვიზაც.

ზელიმხან ხანგოშვილი გასული წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლეს. პოლიციამ მომხდარზე 49 წლის რუსეთის მოქალაქე დააკავა.