„შპიგელი“ - უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის ირგვლივ სირთულეები ევროკავშირის დონეზე ნაწილობრივ იტალიისა და საფრანგეთის მხრიდან სკეპტიკური დამოკიდებულებით არის გამოწვეული
„შპიგელი“ - უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის ირგვლივ სირთულეები ევროკავშირის დონეზე ნაწილობრივ იტალიისა და საფრანგეთის მხრიდან სკეპტიკური დამოკიდებულებით არის გამოწვეული

უკრაინის სამხედრო დახმარების მრავალმილიარდდოლარიანი პაკეტის ირგვლივ სირთულეები ევროკავშირის დონეზე ნაწილობრივ გამოწვეულია იტალიისა და საფრანგეთის მხრიდან სკეპტიკური დამოკიდებულებით. ამის შესახებ „შპიგელი“ წერს.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთისა და იტალიის წარმომადგენლებმა სკეპტიციზმი გამოთქვეს კიევის დასახმარებლად მნიშვნელოვანი დაფინანსების შესაძლებლობის შესახებ, მისი დიდი სახელმწიფო ვალის გამო.

სტატიის თანახმად, იტალიისა და საფრანგეთის ლიდერებს, ჯორჯია მელონისა და ემანუელ მაკრონს სურვილი აქვთ, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში წამყვანი როლი შეასრულონ ევროკავშირის სახელით, ხოლო ახალი პაკეტის წინადადება ეწინააღმდეგება ამ ამბიციას.

„შპიგელი“ ასევე წერს, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი გამოვიდნენ უკრაინისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცების წინააღმდეგ, მაგრამ მათი წინააღმდეგობა „მეორეხარისხოვანია“, რადგან პაკეტი, სავარაუდოდ, მსურველი წევრი ქვეყნების და არა მთელი ევროკავშირის სახელით იქნება მიღებული.