„შპიგელი“ - ​ჰაიკო მაასმა დონალდ ტრამპის მიერ საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ სამხედროების გამოყენების შესახებ განცხადება გააკრიტიკა
„შპიგელი“ - ​ჰაიკო მაასმა დონალდ ტრამპის მიერ საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ სამხედროების გამოყენების შესახებ განცხადება გააკრიტიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ სამხედროების გამოყენების შესახებ გაკეთებული განცხადება გააკრიტიკა. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამის შესახებ გამოცემა „შპიგელთან“ ისაუბრა. მისი თქმით, ძალადობის საპასუხოდ ძალადობის მუქარა ვითარებას მხოლოდ გაამწვავებს.

„ცეცხლზე ნავთის დასხმის ნაცვლად, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. იმის მაგივრად, რომ დავიყოთ, ჩვენ მხარდამხარ უნდა ვიბრძოლოთ რადიკალი ექსტრემისტების წინააღმდეგ“, – განაცხადა ჰაიკო მაასმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების მხრიდან ძალადობაზე საპასუხოდ დონალდ ტრამპმა გუბერნატორებსა და მერებს უფრო ხისტი მოქმედებისკენ მოუწოდა. მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა, რომ ძალადობრივი ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში სამხედრო ძალა იყოს გამოყენებული.