შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრი - დარწმუნებული ვარ, არაფერი დამიშავებია, ესაა ერთადერთი, რის დამტკიცებასაც ვაპირებ
შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრი - დარწმუნებული ვარ, არაფერი დამიშავებია, ესაა ერთადერთი, რის დამტკიცებასაც ვაპირებ

დარწმუნებული ვარ, არაფერი დამიშავებია, – ასე ეხმაურება შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრი ნიკოლა სტერჯენი თავის დაკავებას. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„მე არაფერი დამიშავებია და ესაა ერთადერთი რამ, რის დამტკიცებასაც დღეს ვაპირებ“, – განაცხადა სტერჯენმა.

როგორც შოტლანდიის ყოფილმა პირველმა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის არ აპირებს შოტლანდიის ნაციონალური პარტიიდან წამოსვლას და შემდეგ კვირას პარლამენტში დაბრუნებას გეგმავს.

ეს სტერჯენის პირველი საჯარო გამოჩენაა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას შოტლანდიის ნაციონალური პარტიის დაფინანსების საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე საათით დააკავეს. შოტლანდიის პოლიციამ გამოძიება 2021 წელს წამოიწყო, როდესაც სამართალდამცველებმა მიიღეს საჩივარი 600 000 გირვანქა სტერლინგის არამიზნობრივი ხარჯვის თაობაზე. ეს თანხა აქტივისტებმა შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის კამპანიის ჩასატარებლად შეაგროვეს.