შოტლანდიის პოლიციის ინფორმაციით, შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრი ნიკოლა სტერჯენი ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს
შოტლანდიის პოლიციის ინფორმაციით, შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრი ნიკოლა სტერჯენი ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს

შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრი ნიკოლა სტერჯენი ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს. ინფორმაციას შოტლანდიის პოლიცია ავრცელებს.

„52 წლის ქალი, რომელიც დღეს დილით დააკავეს, როგორც შოტლანდიის ნაციონალური პარტიის დაფინანსების საქმეში ეჭვმიტანილი, გათავისუფლებულია ბრალის გარეშე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ბიბისის“ ცნობით, ნიკოლა სტერჯენი დღეს შოტლანდიის ნაციონალური პარტიის დაფინანების საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

შოტლანდიის პოლიციამ გამოძიება 2021 წელს წამოიწყო, როდესაც სამართალდამცველებმა მიიღეს საჩივარი 600 000 გირვანქა სტერლინგის არამიზნობრივი ხარჯვის თაობაზე. ეს თანხა აქტივისტებმა შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის კამპანიის ჩასატარებლად შეაგროვეს.