შოტლანდიის სავაჭრო ცენტრში ქიმიური ნივთიერების გაჟონვის შედეგად, 40-მდე ადამიანი დაშავდა
შოტლანდიის სავაჭრო ცენტრში ქიმიური ნივთიერების გაჟონვის შედეგად, 40-მდე ადამიანი დაშავდა

შოტლანდიის ქალაქ გლაზგოს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ქიმიური ნივთიერების გაჟონვის შედეგად, 40-მდე ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა The Scottish Sun-ი ავრცელებს.

ინციდენტი სავაჭრო ცენტრ Silverburn-ში მოხდა.

ინციდენტის გამო დაწესებულებიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ბევრ მათგანს სასუნთქ გზებთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.
წინასწარი ინფორმაციით, საღებავის ანაორთქლი სავენტილაციო სისტემაში მოხვდა. მომხდარის გამო სავაჭრო ცენტრი ვიზიტროებისთვის რამდენიმე საათის განმავლობაში დაკეტილი იყო.