შოტლანდიის რეგიონული პარლამენტის არჩევნებში გაიმარჯვა პარტიამ, რომელიც გაერთიანებული სამეფოს დატოვების მომხრეა
შოტლანდიის რეგიონული პარლამენტის არჩევნებში გაიმარჯვა პარტიამ, რომელიც გაერთიანებული სამეფოს დატოვების მომხრეა

„შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ“, რომელიც ბრიტანეთიდან გასვლის მომხრეა, რეგიონული პარლამენტის არჩევნებში გაიმარჯვა. ხმების დათვლა ამ დრომდე გრძელდება, თუმცა არსებული მონაცემებით, შოტლანდიის 129-ადგილიან პარლამენტში დამოუკიდებლობის მომხრე პარტიას უკვე 62 მანდატი აქვს. ამასთან, რვა მანდატი მოიპოვეს „მწვანეებმა“, რომელბიც ასევე ემხრობიან ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასვლას.

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტერჯენმა პირობა დადო, რომ გაერთიანებული სამეფოს დატოვების შესახებ ახალი რეფერენდუმის მომზადებას გააგრძელებს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის საპასუხოდ, რომლის თქმითაც, შოტლანდიის გამოყოფასთან დაკავშირებულ კენჭისყრას დაბლოკავს, ნიკოლა სტერჯენმა აღნიშნა, რომ ლონდონში ნებისმიერი პოლიტიკოსის მიერ კენჭისყრის დაბლოკვა აბსურდული იქნება.

„ერთადერთი ხალხი, ვისაც შოტლანდიის მომავლის გადაწყვეტა შეუძლია, შოტლანდიელი ხალხია და ვესტმინსტერის არც ერთ პოლიტიკოსს არ შეუძლია და არც უნდა დადგეს ამ გზაზე“, – განაცხადა ნიკოლა სტერჯენმა.