შოტლანდიის ფინანსთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა
შოტლანდიის ფინანსთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

შოტლანდიის ფინანსთა მინისტრმა, დერეკ მაქქეიმ თანამდებობა დატოვა. მიზეზი მედიით გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც ის 16 წლის მოზარდს შეტყობინებებს უგზავნიდა. მაქქეიმ მომხდარის გამო ბოდიში საჯაროდ მოიხადა.

რამდენიმე დღის წინ გამოცემა „სანმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაქქეი „ინსტაგრამისა“ და „ფეისბუქის“ საშუალებით 16 წლის მოზარდს შეტყობინებებს უგზავნიდა, სადაც ის მას სადილზე ეპატიჟებოდა.

უკვე ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა გადაწყვეტილება შოტლანდიის პირველ მინისტრთან ნიკოლა სტარჯეონთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. სტარჯეონმა მინისტრის საქციელს შეუფერებელი უწოდა.

დერეკ მაქქეი ორი შვილის მამაა, რომელმაც 2013 წელს ღიად განაცხადა საკუთარი ორიენტაციის შესახებ და მეუღლეს ოფიაცილურად დაშორდა.