შოტლანდიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით ედინბურგში აქცია გაიმართა
შოტლანდიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით ედინბურგში აქცია გაიმართა

ედინბურგში ათასობით ადამიანმა შოტლანდიის დამოუკიდებლობა მოითხოვა. აქციის მონაწილეები აღნიშნულ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვდნენ. მანიფესტაციის ორგანიზატორთა თქმით, მიტინგზე 100 000 ადამიანი მივიდა.

შოტლანდიის მთავრობამ განცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოდან გასვლის შესახებ რეფერენდუმს „ბრექსითის“ დასრულებამდე არ ჩაატარებენ. ამან მოქალაქეთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.
შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხზე საყოველთაო გამოკითხვა 2014 წელს გაიმართა და მაშინ შოტლანდიელების უმეტესობამ ამ ინიციატივაზე უარი თქვა. თუმცა, ბევრი მიიჩნევს, რომ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, შოტლანდიის დამოუკიდებლობას უფრო მეტი ადამიანი მიემხრობა.