შოტლანდიელი დამკვირვებელი ალაა გარადი – საარჩევნო პროცესი დაუბრკოლებლად მიმდინარეობს, სიმშვიდეა, პროცესი ზუსტად ისევეა გამარტივებული, როგორც ევროპაში გვაქვს

12:14, 04.10.2025

საარჩევნო პროცესი დაუბრკოლებლად მიმდინარეობს და სიმშვიდეა, – ამის შესახებ შოტლანდიელმა დამკვირვებელმა, ალაა გარადიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე შეფასებით, პროცესი ზუსტად ისევეა გამარტივებული, როგორც ევროპაში გვაქვს.

„ჯერჯერობით ოთხ საარჩევნო უბანზე ვიყავით. რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ პროცესი ძალიან გამარტივებულია თითოეულ უბანზე, სადაც ამომრჩევლებს გავესაუბრეთ. ყველა თანხმდება, რომ პროცესი დაუბრკოლებლად მიმდინარეობს და სიმშვიდეა. როგორც შოტლანდიის რეზიდენტი, რომელმაც რამდენჯერმე გავაკეთე არჩევანი, ეს პროცესიც ზუსტად ისევე გამარტივებულია, როგორც ევროპაში გვაქვს“, – განაცხადა ალაა გარადიმ.

მსგავსი