შოტლანდიაში შუაღამიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება, რომელიც თვის ბოლომდე გასტანს
შოტლანდიაში შუაღამიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება, რომელიც თვის ბოლომდე გასტანს

შოტლანდიაში შუაღამიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება, რომელიც თვის ბოლომდე გასტანს. ამის შესახებ შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჯეონმა განაცხადა.

მისი თქმით, არსებული კოვიდვითარება გაზაფხულთან შედარებით, შემაშფოთებელია.

ახალი რეგულაციების მიხედვით, მოქალაქეებს მოეთხოვებათ დარჩნენ სახლში და გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, ქუჩაში გამოსვლისგან თავი შეიკავონ.