შოტლანდიაში ქალებს ჰიგიენურ საშუალებებს უფასოდ დაურიგებენ

17:03, 26.02.2020

შოტლანდიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ქალებისთვის ჰიგიენური საშუალებები მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო იქნება. შოტლანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. კანონპროექტს მხარი 112-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არც ერთი ყოფილა.

კანონპროექტის მიხედვით ქალის ჰიგიენური საშუალებები საზოგადოებრივ ცენტრებში, აფთიაქებსა და ახალგაზრდების თავშეყრის ადგილებში უფასოდ დარიგდება.

კანონპროექტის ავტორი შოტლანდიელი პარლამენტარი მონიკა ლენონია.

მსგავსი