შოტლანდიაში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა
შოტლანდიაში, სოფელ დრაიმენში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ შოტლანდიის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ქვეყნის პოლიციაში განაცხადეს, 80 წლის მამაკაცი და 16 წლის ბიჭი ადგილზევე დაიღუპნენ.
ოფიციალურმა უწყებებმა თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყეს.
ამასთან, მომხდარის მიმდებარე ტერიტორიაზე შეზღუდულია დრონების გამოყენება.