შოტლანდია ინგლისს საზღვრების გახსნაზე ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს
შოტლანდია ინგლისს საზღვრების გახსნაზე ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს

შოტლანდია ინგლისს საზღვრების გახსნაზე ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს. „ბიბისის“ ინფორმაციით, იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც ინგლისში ჩასვლისას კარანტინის გავლა არ მოუწევთ, გაერთიანებულ სამეფოში მხოლოდ ინგლისის აეროპორტებზე ვრცელდება.

როგორც შოტლანდიის მთავრობაში აცხადებენ, ისინი იმედგაცრუებული არიან, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კარანტინის წესებში ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება მანამდე გააკეთა, ვიდრე ოთხი ერი ამ საკითხზე კონსენსუსს მიაღწევდა.

„ჩვენ ახლაც გვსურს, რომ ოთხი ერის ერთობლივი მიდგომა შევიმუშაოთ, მაგრამ ეს რთულია, როდესაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობა წესებს ბოლო მომენტში ცვლის და ამის შესახებ ინფორმაციას დროულად არ გვაწვდის“, – აცხადებენ მთავრობაში.

დატოვე კომენტარი