შოთა შალელაშვილი - მმართველი გუნდის სულ მცირე 80 დეპუტატი უფუნქციოდ არის
შოთა შალელაშვილი - მმართველი გუნდის სულ მცირე 80 დეპუტატი უფუნქციოდ არის

საპარლმენტო უმრავლესობის წევრის, შოთა შალელაშვილის მოსაზრებით, მმართველი გუნდის დაახლოებით 80-110 დეპუტატი უფუნქციოდ არის.

ჟურნალისტებთან საუბარში შოთა შალელაშვილმა საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობაზე ისაუბრა.

„საუბარი საპარლამენტო თანამდებობებზე არ არის. საკანონმდებლო ორგანოში ათი მუდმივმოქმედი დელეგაციაა და ათივეში 10-15 ადამიანია დასახელებული. სიებს რომ გადახედოთ, ვინ არის დელეგაციებში? – სულ რამდენიმე გვარი შეგხვდებათ, ალბათ, ათამდე. დანარჩენი 105-110 დეპუტატი უფუნქციოა. შეიძლება ამ ციფრს ვუტრირებ, მაგრამ 80 ადამიანი ასეთია.

რაც შეეხება თანამდებობებს, დარწმუნებული ვარ, ნუკრი ქანთარიას არანაირი თანამდებობა არ აინტერესებს“, – განაცხადა დეპუტატმა.

შალელაშვილი ფიქრობს, რომ უმრავლესობაში დაპირისპირების მოგვარების ბერკეტი ირაკლი კობახიძის ხელშია.

„ეს სახელისუფლო კრიზისი არაა, საპარლამენტო მინი კრიზისია და ყველაფერი ირაკლი კობახიძის ხელშია“, – განაცხადა შალელაშვილმა.

დატოვე კომენტარი