შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეროვნული თეატრის სტატუსი მიენიჭა

21:06, 21.01.2021

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეროვნული თეატრის სტატუსი მიენიჭა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.

„ამიერიდან თეატრის სახელწოდებაა – შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი“, – აღნიშნულია რუსთველის თეატრი ფეისბუქ გვერდზე.

მსგავსი